ბევრი ოჯახისთვის ბავშვთან ერთად ტრანსპორტით მგზავრობა უამრავ პრობლემასთან ერთად, ერთ მეტად უსიამოვნო მოლოდინს უკავშირდება. ბავშვების დიდ ნაწილს ავტომობილით გადაადგილებისას ეწყება გულისრევა, ღებინება და თავბრუსხვევა. ეს დისკომფორტი ერთიანად შემაწუხებელია როგორც პატარისთვის, ასევე მშობლისთვის. ამიტომ მგზავრობის დაგეგმვის შემადგენელი ნაწილია აფთიაქში შესვლა და მედიკამენტ დრამინას შეძენა.
სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობა, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამ შემაწუხებენ პათოლოგიას ზედმეტად ბუნებრივად იღებს. მარტივად არქმევენ სახელს, რომ მათ შვილს მგზავრობის აუტანლობა აქვს და მთელი პრობლემის მოგვარებას ერთადერთ პრეპარატს – დრამინას ანდობენ, რომელიც თითქმის ყოველთვის ამართლებს მათ მოლოდინს და მგზავრობაც შესაბამისად სასიამოვნო ხდება.
რა იწვევს ბავშვებში მგზავრობის აუტანლობას
როდესაც მშობელი შეამჩნევს, რომ მათი შვილი ვერ იტანს მგზავრობას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი სატრანსპორტო საშუალებაა – ავტომობილი, გემი, თვითმფრინავი თუ მატარებელი – გული ერევა, აღებინებს ან თავბრუ ეხვევა, პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, რომ ეს პრობლემა გარკვეული ორგანული დარღვევიდან მოდის და ამისთვის საჭიროა პატარა შესაბამის ექიმთან მიიყვანოს.
მგზავრობის აუტანლობას მედიკოსები შემდეგი დაავადებებით ხსნიან:
- ზღვის ავადმყოფობა – ბავშვები ვერ იტანენ გემის რყევას ან ეშინიათ ზღვაში მოგზაურობის. აქედან გამომდინარე, არ გაგიკვირდეთ, რომ პატარას გემის დანახვისთანავე დაეწყოს გულისრევა.
- „ჰაერის“ დაავადება – ეს უკავშირდება ფრენის შიშს და თვითმფრინავის რყევის აუტანლობას;
- მენიერის დაავადება – შიდა ყურის პათოლოგია, რომელიც ძლიერ თავბრუსხვევას, სმენის დაქვეითებას ან ყურებში შუილს იწვევს;
- ლაბირინთული დარღვევაა – რომელიც შიგნითა ყურის ცვლილებებით არის გამოწვეული;
- ვესტიბულური დარღვევა – ეს მცირეწლოვანებისთვის მგზავრობის აუტანლობის მთავარი პრობლემაა.
შიგნითა ყურში არსებული ორგანო – ვესტიბულური სისტემა, ადამიანს სხეულს სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. თუმცა ეს აპარატი ზღვაში, ჰაერში ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში რყევისას სწრაფად კარგავს წონასწორობას, სწორედ ეს იწვევს გულისრევას, ღებინებას, სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილებას, ოფლდენას, გაფერმკრთალებას და ა.შ.
ვესტიბულური სისტემა ბავშვებში საბოლოოდ 10-12 წლის ასაკში, ზოგჯერ კი 15 წლის ასაკში ყალიბდება. შესაბამისად იგი მოზარდებში ზედმეტად მგრძნობიარეა და ამიტომაცაა, რომ მცირე ასაკში ტრანსპორტისგან გამოწვეული რწევა შედარებით რთული გადასატანია.
რისი სამკურნალო პრეპარატია დრამინა
დრამინა შიგნითა ყურის აპარატზე მოქმედებს, რაც ახდენს მგზავრობის აუტანლობით გამოწვეული პრობლემების დარეგულირებას. ამიტომაცაა მგზავრობისას ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მთავარი მშველელი და მშობლების სიმშვიდის გარანტორი.
მოზარდების რომელ ასაკში, რა დოზის მედიკამენტის მიღებაა დასაშვები
მშობლები აფთიაქებში ხშირად ეძებენ საბავშვო დრამინას, რადგან არ იციან, რომ ამ სახეობის და დოზის მედიკამენტი არ არის წარმოებაში. საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, მათ შორის პსპ-ში, დრამინა იყიდება სტანდარტულად 50მგ-იანი, რომელიც ერთნაირად გამოიყენება, როგორც უფროსების, ასევე მცირეწლოვანი ბავშვების სამკურნალოდ. ამიტომ ვიდრე პატარას მედიკამენტს დაალევინებთ, კარგად დაიმახსოვრეთ მისი მიღების წესი და დოზები, რადგან ზედოზირებამ შეიძლება მოზარდს დამატებითი პრობლემები შეუქმნას.
პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ მგზავრობის წინ, 2 საათით ადრე ბავშვს უნდა აჭამოთ მსუბუქად, გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე კი უნდა მისცეთ დრამინა.
- 1-დან 6 წლამდე ასაკის მოზარდმა დრამინა უნდა მიიღოს 1/4-1/2 ტაბლეტი დღეში 2 ჯერ ან 3 ჯერ;
ხოლო 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვს დაალევინეთ 1/2-1 აბი 2-3 ჯერ დღის განმავლობაში; - 12 წლის ზევით მოზარდებს კი ზრდასრული ადამიანის დოზის მიღება შეუძლიათ – 1 ან 2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.
რჩევები მშობლებს – რა უნდა იცოდეთ დრამინას მიღებამდე
დაიმახსოვრეთ, 1 წლამდე ბავშვისთვის დრამინას მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.
ასევე, გახსოვდეთ დოზები და არ დაალევინოთ ბავშვებს განსაზღვრულ ნორმაზე მეტი წამალი. მაგრამ თუ მაინც შეგეშალათ და ჰიპერდოზირება შეამჩნიეთ, რაც გამოიხატება პირისა და ყელის სიმშრალეში, სუნთქვის გაძნელებასა და ცნობიერების აღრევაში, მაშინვე დაუკავშირდით ექიმს და ჩაუტარეთ პატარას შესაბამისი მკურნალობა.
არ გაგიკვირდეთ, თუ დრამინას მიღების შემდეგ ბავშვს ძილიანობა მოემატოს, ეს მედიკამენტის გვერდითი ეფექტია.
გვერდითი მოვლენებია ასევე:
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- ზოგადი სისუსტე;
- პირის სიმშრალე;
- გულისრევა;
- მხედველობის დაბინდვა;
- მოძრაობითი რეაქციების შეფერხება.
თუ წამლის მიღების შემდეგ ბავშვს ეს სიმპტომები გამოუვლინდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მიჰყევით პროფესიონალის რეკომენდაციას.
ერთი სიტყვით, დრამინა არის პრეპარატი, რომელიც თქვენი და თქვენი შვილის მშვიდი და უპრობლემო მგზავრობის გარანტიაა. ეს მედიკამენტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მგზავრობის აუტანლობით გამოწვეული უსიამოვნებები. მთავარია, გახსოვდეთ ჩვენი რჩევები და სწორად დაიცვათ ექიმის რეკომენდაციები.












