დონალდ ტრამპი ვერტმფრენს ყიდის. უცხოური მედიის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილია Sikorsky S-76B, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას სარგებლობდა.

სპეციალურ სავაჭრო პლატფორმებზე Jet Edge Partners და Aero Asset, სადაც აღნიშნული ვერტმფრენი გასაყიდადაა გამოტანილი, კონკრეტული ფასი მითითებული არ არის. 4 წლის უკან New York Times-მა ის 875 ათას დოლარად შეაფასა, თუმცა ვარაუდობენ, რომ დღეს მისი ღირებულება შესაძლოა 1.5 მლნ დოლარი იყოს.

დღეს ვერტმფრენი ნიუ-ჯერსიში ერთ-ერთ ანგარში დგას. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა, აღნიშნული საჰაერო აპარატით აღარ უსარგებლია.