სასტუმრო Divan Suites Batumi მომხმარებელს აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში Divan Suites Batumi-ს კერძო ბიზნეს პაკეტის არჩევის შემთხვევაში სასტუმროს სტუმარი VIP მომსახურებას მიიღებს.

სერვისი გულისხმობს სტუმრის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმრომდე მიყვანას, ფასდაკლებებს სხვადასხვა სერვისზე, მათ შორის 20%-იან ფასდაკლებას სპა მომსახურებაზე, 10%-იან ფასდაკლებას რესტორანში.

სასტუმრო Divan Suites Batumi მომხმარებელს 2014 წლის მაისიდან ემსახურება. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძველ ბათუმში მდებარეობს. კომპლექსი 65 ოთახიანია.