Disney აშშ-ში საკუთარი ავიაკომპანიის შექმნის. JustDisney. com-ის ინფორმაციით, ბრწყინვალედ გაფორმებული თვითმფრინავი აშშ-ს სხვადასხვა აეროპორტებიდან სტუმრებს ორლანდოში ჩაიყვანს, სადაც პლანეტაზე ყველაზე მონახულებადი კურორტი Walt Disney Land World-ი მდებარეობს

როგორც ჩანს, Disney გეგმავს, რომ 2021 წლისთვის მცირე ავიაგადამზიდავად ჩამოყალიბდეს. ფრენისას მგზავრებს კარგი განწყობისთვის Disney-ს სხვადასხვა მელოდიებს მოასმენინებენ. ხოლო აეროპორტში მგზავრებს Disney-ს სხვადასხვა პერსონაჟები დახვდებიან, რომლებიც მათ თვითმფრინავიდან აეროპორტის გასასვლელამდე მიაცილებენ.