Walt Disney 75 მსურველს “პირადი თვითმფრინავით” მსოფლიოს გარშემო სპეციალურ ტურს სთავაზობს. ტურის ღირებულება თითო მგზავრისათვის 109 995 დოლარიდან იწყება. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა 24 დღეს გასტანს და 6 ქვეყნის მონახულებას ითვალისწინებს. ფრენა VIP-კონფიგურაციის Boeing 757 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ტურის ფარგლებში დაგეგმილია Disney-ს 12 პარკის, ტაჯ მაჰალისგიზას პირამიდების და ეიფელის კოშკის მონახულება. მოგზაურობა 2023 წლის 9 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდშია დაგეგმილი