VisaGuide-მა „ციფრული მომთაბარეებისთვის“ საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნულ რეიტინგს ესპანეთი ხსნის.
Digital Nomad Visa Index-ის მოსამზადებლად პორტალის სპეციალისტებმა სპეციალური სისტემა გამოიყენეს. ძირითადი რეიტინგის ფაქტორები მოიცავდა ვიზის ხელმისაწვდომობას, შემოსავლის მოთხოვნებს, საგადასახადო პოლიტიკას, საცხოვრებლის ღირებულებას, ჯანმრთელობის რეიტინგს, ტურიზმის პოპულარობას და ინტერნეტის სიჩქარეს.
digital nomads-ის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასეთია:
ესპანეთი,
არგენტინა,
რუმინეთი,
არაბეთის გაერთიანებული საამიროები
ხორვატია,
პორტუგალია,
ურუგვაი,
მალტა,
ნორვეგია,
ანდორა.
საერთო ჯამში რეიტინგში 38 ქვეყანა მოხვდა.