არგენტინაში ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონასადმი მიძღვნილი თვითმფრინავი წარადგინეს. 12 ადგილიან საჰაერო ხომალდს Tango D10S ერქმევა, რაც არგენტინის ეროვნულ ცეკვას და მარადონას მაისურის ნომერს განასახიერებს, რომლითაც ფეხბურთელი თამაშობდა.
ნომრით.
თვითმფრინავზე გარედან დატანილი იქნება დიეგო მარადონას ფოტო, ხოლო ლაინერში მრავლად იქნება ფეხბურთის ვარსკვლავის პირადი ნივთები, მაისურები და სხვა.
თვითმფრინავების მუზეუმი იწყებს მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი, ნოემბერში, კატარის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. დიეგო მარადონას მფრინავი მუზეუმი ასევე ხელმისაწვდომი იქნება კერძო გაქირავებისთვისაც, ვიდრე საქველმოქმედო მიზნით აუქციონზე გაიყიდება.