დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებულია. შესაბამისად, მსუბუქი გადახურვის დაზიანების მომენტში აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. TAV Georgia-მ ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო.“, – განმარტავენ TAV Georgia-ში.