დიდმა ბრიტანეთმა რუსებს აეროპორტებში უვიზო ტრანზიტი გააუქმა.

ახლა რუსებს, რომლებსაც სურთ დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტრანზიტი, უნდა ჰქონდეთ მოქმედი ბრიტანეთის ვიზა.

ახალი წესები 6 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ამ თარიღამდე უვიზო ტრანზიტი დარჩება მხოლოდ იმ მგზავრებისთვის, რომლებმაც მოახერხეს ბილეთების შეძენა 2023 წლის 8 სექტემბრის 00:01 საათამდე. ახალი წესების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში უვიზო ტრანზიტი რუსეთის მოქალაქეებისთვის მიუწვდომელი ხდება, მიუხედავად იმისა, ტოვებენ თუ არა სატრანზიტო ზონას. ამასთან, გამონაკლისი გაკეთდა დასავლეთის ქვეყნების ვიზებზე – კანადის, ავსტრალიის, აშშ-ს ან ახალი ზელანდიის ვიზების ან ბინადრობის ნებართვის მფლობელებს შეეძლებათ მოგზაურობა შეუზღუდავად.