ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი წერს. მისი განმარტებით, ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება.
„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღებას.
დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს, გაიზარდოს პირდაპირი ფრენების ოპერირების არეალი, ვუმასპინძლოთ მეტ მგზავრსა და ტურისტს, რაც იმერეთისა და სრულიად საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს.
სამომავლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს“, წერს ქვრივიშვილი.