დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის COVID-19-ის პირველმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა. ბრიტანეთის შესაბამისამა მარეგულირებელმა ორგანოებმა ( MHRA) ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის და BioNTech- ის მიერ წარმოებულ ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა, მომდევნო კვირას დაიწყოს.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელად არის საჭირო.