DHL ჯგუფმა გერმანიის აეროპორტის ოპერატორ Mitteldeutsche Flughafen AG-თან (MFAG) ჩარჩო ხელშეკრულება კიდევ 15 წლით, 2053 წლამდე გაახანგრძლივა.
ამრიგად, კომპანია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლაიფციგის/ჰალის აეროპორტისა და რეგიონის ეკონომიკურ სტაბილურობასა და სამომავლო სიცოცხლისუნარიანობაში.
გარდა ამისა, ჯგუფი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გააგრძელებს ბაქანის გაფართოებას და შეასრულებს თავის ვალდებულებებს ლაიფციგის/ჰალის აეროპორტში, რომელიც მდებარეობს შკეუდიცში.
საქსონიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ კრეჩმერმა თქვა, რომDHL ჰაბი ლაიფციგში წარმოადგენს საქსონიის წარმატების ისტორიას.
„სულ რაღაც 16 წელიწადში ლაიფციგის/ჰალის აეროპორტი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჰაერო სატრანსპორტო ცენტრი. დღეს ჩვენ შევქმენით გრძელვადიანი პერსპექტივა შემდგომი ინვესტიციებისთვის ლაიფციგის ლოჯისტიკურ ცენტრში. DHL-თანგაფართოებული პარტნიორობა უზრუნველყოფს, რომ საქსონია წამყვან როლს შეასრულებს საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებაში“, – განაცხადა მან.