კომპანია DHL Express-ი COVID-19-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის ემზადება, რისთვისაც კომპანიამ ავიაპარკი გაზარდა. DHL Express-ში მიიჩნევენ, რომ ამ სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილეს მოთამაშედ ჩამოყალიბდებიან. აღსანიშნავია, რომ კომპანიის განვითარებისთვის წელს 1 მლრდ დოლარის ინვესტირება განხორციელდა. ინვესტიციის დიდი ნაწილი კი ახალი საჰაერო ხომალდების შეძენას მოხმარდა. დღეისათვის DHL Express-ის ავიაპარკი 260-ზე მეტ თვითმფრინავს აერთიანებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ 10 მლრდ დოზა ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის 15 ათასზე მეტი რეისის შესრულება იქნება საჭირო.
Pfizer-ის ვაქცინების ტრანსპორტირება უკვე დაიწყო. კომპანია მიიჩნევს, რომ მათი ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის დღეში 20 თვითმფრინავი იქნება საჭირო.