გერმანიაში ლაიფციგის აეროპორტიდან აფრენისას ​ ექსპრეს-მიწოდების კომპანია DHL Air​-ის კუთვნილი Boeing 757-200-ის სატვირთო ლუქი გაიღო.  თვითმფრინავი ლაიფციგიდან ფრანკფურტი/მაინის მიმართულებით ასრულებდა ფრენას.

პილოტებმა პრობლემა 1600 მეტრის სიმაღლეზე დააფიქსირეს. შესაბამისად მათ სიმაღლეზე ასვლა შეწყვიტეს და საჰაერო ხომალდი გამგზავრების აეროპორტისკენ მიაბრუნეს.

15 წუთიანი ფრენის შემდეგ Boeing 757 ლაიფციგის აეროპორტში წარმატებით დაეშვა. თვითმფრინავი ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ამის შემდეგ PUSH BACK-ით სადგომზე გადაიყვანეს

ინციდენტთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო. avherald.com-ის ინფორმაციით, კარის გაღების შედეგად არავინ არ დაზარალებულა და არც ტვირთი დაკარგულა.