19 ივლისს 19:00 საათზე თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ჟურნალის „HUB Georgia” პრეზენტაცია გაიმართება. რომელსაც ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საერთაშორისო ჟურნალი HUB Georgia ინგლისურ და რუსულ ენებზე სამ თვეში ერთხელ დაიბეჭდება და მისი მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოპულარიზაცია იქნება და რეგიონის მასშტაბით ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე მოვლენებს გააშუქებს. ჟურნალი 15-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდება და შეეცდება ხელი შეუწყოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ამაღლებას და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას.
მის: თბილისი, თავისუფლების №2 ქ.თბილისის საკრებულო, თამარ მეფის სახელობის დარბაზი.