დღეს დედამიწის დღეა. “ტავ ჯორჯიას” გუნდმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ ათობით ხე დარგო.

კომპანიის ცნობით, გარდა სიმბოლური ღონისძიებებისა, ტავ ჯორჯია აქტიურად განაგრძობს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ადაპტირებას პარიზის შეთანხმების მოთხოვნებთან და ახორციელებს პროექტებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების გარემოზე ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის: დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც უკვე ტრადიციულად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები. ტავ ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ წლების განმავლობაში, კომპანიის ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი ხე დაირგო.