ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი მოსახლეობის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა, ვინაიდან ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ხონში, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, დაგეგმილია ბევრი საინტერესო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/ გაყიდვა, კულინარიული სივრცეები მასტერკლასებით, ასევე გვექნება სამხედრო ტექნიკის დათვალიერების საშუალება, ხოლო დღის ბოლოს გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, ასე რომ ყველას გეპატიჟებით, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი.
მთავარი სიახლეები დღეს ჩვენ ვიმყოფებით ხონში, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის...