ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის ინფორმაციით, დღეის მდომარებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 19 ავიაკომპანია, 10 ქვეყნიდან, დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში.

„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ COVID-პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანია Flydubai-მ დ ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც ძალიან კარგი ფაქტია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

25 ივნისიდან Flydubai-მ ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ფრენები განაახლა.