დღეიდან ვენის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენ მგზავრებს COVID-19-ზე ტესტირებას ჩაუტარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ნეგატიური პასუხის შემთხვევაში 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევს. ანალიზის გაკეთების შემდეგ, პასუხი 2-3 საათშია. ბიომასალების კვლევა აეროპორტის ტერმინალის გვერდით ოფისში მოხდება. თავად კვლევა კი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) მოხდება. თავად ტესტირების მომსახურეობა მგზავრისთვის ნებაყოფლობითია და მას Confidence DNA Analyzes GmbH განახორციელებს და 190 ევრო ეღირება. ანალიზის პასუხის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც 4 დღის განმავლობაშია აქტიური.
ტესტირების გავლა გამფრენ მგზავრსაც შეეძლება და მათზეც შესაბამისი საბუთი გაიცემა, რომლის წარდგენაც მათ იმ ქვეყნის აეროპორტში შეეძლებათ სადაც მიემგზავრებიან.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ვენის აეროპორტი ემსახურება შემდეგ რეისებს: დოჰა, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, ლისაბონი, მინსკი და სოფია. აეროპორტში ასევე მუშაობს ტერმინალი, რომელიც მხოლოდ ბიზნეს ავიაციას ემსახურება. ყველა მგზავრი ვალდებულია აეროპორტის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს ნიღბით და იცავდეს სოციალურ დისტანციას.