IATA-ს წევრი ქართული ტურისტული კომპანიები მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სხვა საგადასახადო შეღავათებთან ერთად საბანკო გარანტიის სუბსიდირებას მიიღებენ, წერს facebook-ის ჯგუფში “Avia Communicator / ავია კომუნიკატორი” ავიაციის სექტორის წარმომადგენელი და ავიაკომუნიკატორის დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი.

მისი განმარტებით, ეს დახმარება საშუალებას მისცემს ტურიზმის სფეროში ოპერირებად IATA-ს სერტიფიკატის მქონე კომპანიებს და გენერალური გაყიდვების აგენტ (GSA) კომპანიებს უზრუნველყონ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შესაბამისი გარანტის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები.

“პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ფარგლებში, მთავრობის მხრიდან ტურიზმის სექტორისთვის შეიქმნა დახმარების სხვადასხვა დონიანი პაკეტები.

დაანონსებიდან დღემდე მრავალი პროცედურა იყო გასავლელი და მღელვარედ ელოდა ყველა ამ პროგრამის ამუშავებას. 

დღეიდან კი ამოქმედდა ეს პროგრამა და IATA-ს წევრი ქართული ტურისტული კომპანიები მიიღებენ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიის სუბსიდირებას, სხვა საგადასახადო შეღავათებთან ერთად.

ეს დახმარება საშუალებას მისცემს ტურიზმის სფეროში ოპერირებად IATA-ს სერტიფიკატის მქონე კომპანიებს და გენერალური გაყიდვების აგენტ (GSA) კომპანიებს უზრუნველყონ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შესაბამისი გარანტის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის”, წერს თამუნა თანდაშვილი და ​ავიაკომუნიკატორის სახელით დიდ მადლობას უხდის ეფექტური კომუნიკაციისა და სექტორთან გულისხმიერი თანამშრომლობისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელს მიხეილ ხიდურელს.