დღეიდან ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, TAV-ის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.
20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:
✔️ რიგა – თბილისი | ყოველ ოთხშაბათს
✔️თბილისი – რიგა | ყოველ ხუთშაბათს
20 აგვისტოდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება:
✔️ რიგა – თბილისი | ოთხშაბათსა და კვირას
✔️ თბილისი – რიგა | ხუთშაბათსა და ორშაბათს
ფრენები Airbus A 220 – 300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.