მართალია აღნიშნული კვლევა COVID-19 გამოჩენამდე, 2019 წლის მაისში, იქნა გაკეთებული, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოდ რომ მოგზაურობის შესაძლებლობის სრულად აღგენის შემდეგ ტუირისტის ეს ქცევა კვლავ იქნება რელევანტური.
Phocuswright-ის კვლევის მიხედვით „როგორ ირჩევენ მოგზაურები დანიშნულების ადგილს“ მოგზაურთა უმრავლესობა წლის განმავლობაში რამდენიმე აქტიურ ძიებას ატარებს დესტინაციების და დასვენების შესაძლო ადგილების შესახებ, მათ შორის ეძებს ფოტოებს, კითხულობს ინფორმაციას ახალი მოსანახულებელი ადგილების შესახებ, განიხილვას სხვადასხვა ვარიანტს (იხილეთ ცხრილი).
ხუთიდან ერთი მოგზაური ძიებას ატარებს მინიმუმ თვეში ერთხელ, გარდა ჩინელი მოგზაურებისა. როცა დესტინაციის არჩევის დრო დგება, მათ გონებაში უკვე ჩამოყალიბებული აქვთ მოგზაურობის სასურველი ვარიანტები. მოგზაურთა უმრავლესობას, გარდა ჩინელებისა, თავიანთი ბოლო მოგზაურობის დაგეგმვაზე ფიქრის დაწყებისას, გონებაში უკვე ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე დესტინაცია (იხილეთ ცხრილი)
მოგზაურთა უმრავლესობამ, ვისაც გადაწყვეტილება რამდენიმე დესტინაციას შორის უნდა მიეღო, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ერთი თვის განმავლობაში. მოგზაურებმა დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიიღეს, ვიდრე სხვა ქვეყნის მოგზაურებმა. ხუთიდან ორზე მეტმა ბრიტანელმა და ამერიკელმა მოგზაურმა განაცხადეს, რომ დესტინაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს ერთ კვირაზე ნაკლებ დროში.
წყარო: https://tourister.ge/