ავიაკომპანია Delta სახის სკანირების ტექნოლოგიას ნერგავს. ამიერიდან ავიაკომპანიის მგზავრებს აღნიშნულის სერვისით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ Delta იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც ბიომეტრიული ტერმინალი (2018 წელს) გახსნა.
თუ კი მგზავრს არ სურს სახის სკანირების სერვისის გავლა, მაშინ მან აღნიშნულის შესახებ Delta-ს თანამშრომელს უნდა აცნობოს, რომელიც თავის მხრივ ამ მგზავრისათვის ტრადიციულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრების ბიომეტრიულ მონაცემებს არ ინახავენ და არც სამომავლოდ არ აპირებენ აღნიშნულის გაკეთებას.
ავიაკომპანიის მგზავრებს და ასევე მისი პარტნიორი ავიაკომპანიების: Aeromexico-ს, Air France-ს, KLM-ის, Korean Air-სა და Virgin Atlantic-ის მგზავრებს სახის სკანირების სერვისის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით შეუძლიათ. მაგალითად რეგისტრაციის დახლზე თვითმომსახურებისთვის, დაკარგული რეგისტრირებული ბარგის მოძიებისთვის, საერთაშორისო რეისებზე TSA-ს საგუშაგოზე იდენტიფიცირებისთვის და სხვა.