ავიაკომპანია Delta-მ გამოაცხადა, რომ 4 ნოემბრიდან ცნობილი შეფ-მზარეულისა და ჰუმანიტარის, ხოსე ანდრესის (José Andrés), მიერ შექმნილ ახალ მენიუს დაამატებს თავის პრემიუმ კლასის სალონებში. თანამშრომლობა Delta One და შიდა პირველ კლასში დაიწყება და ეტაპობრივად გაფართოვდება 2026 წლის განმავლობაში.

ახალი მენიუ ესპანური კულინარიული მოტივებით იქნება შთაგონებული. ადრეულ ეტაპზე ხელმისაწვდომი კერძები მოიცავს:

საუზმეზე: ესპანური ტორტილია პისტო მანჩეგოსთან (Pisto Manchego) ერთად.

დღის მეორე ნახევარში: მოშუშული საქონლის მოკლე ნეკნები კვამლიანი წიწაკის სოუსით და ნაღების პოლენტათი, ესპანური სტილის მოშუშული ქათმის ბარკალი ნიახურისა და კარტოფილის პიურესთან ერთად, და თხის ყველითა და სოკოთი ფარშირებული პიკილიო წიწაკა (piquillo peppers).

ახალი მენიუს დანერგვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება:

4 ნოემბრიდან: ახალი მენიუები ხელმისაწვდომი იქნება 40-ზე მეტი აეროპორტიდან, მათ შორის: ატლანტა (Atlanta), ნიუ-იორკი-ლაგუარდია (New York-LaGuardia), ვაშინგტონი-ნეიშენალი, ჩიკაგო-ო’ჰარე, ორლანდო და ტამპა.

3 დეკემბრიდან: დაემატება ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, სიეტლი, სოლტ ლეიკ სიტი, ფენიქსი, დენვერი და სხვა ქალაქები.

Delta One-ის მარშრუტები: ზოგიერთი Delta One მარშრუტი ახალ კერძებს მიიღებს 4 ნოემბრიდან, დამატებითი მენიუები კი 3 დეკემბერს და 6 იანვარს შემოვა, რის შემდეგაც იანვარში პროგრამას სხვა ჰაბები (ATL, BOS, DTW, MIA, JFK) შეუერთდება.

ავიაკომპანიის ცნობით, ეს თანამშრომლობა Delta-ს აღმასრულებელ დირექტორ ედ ბასტიანისადა ხოსე ანდრესის დიალოგის შედეგად დაიწყო, სადაც მთავარი თემები საკვები, სტუმართმოყვარეობა და კულტურა იყო. ანდრესის გუნდმა Delta-ს შეფ-მზარეულებთან ერთად იმუშავა რეცეპტების ადაპტირებასა და ბორტზე ხელახლა გაცხელების მეთოდების დახვეწაზე, რათა კერძების ხარისხი სალონის გარემოშიც მაღალი ყოფილიყო.ავიაკომპანია ამ ინიციატივას პრემიუმ კვების ფართო პროგრამის პირველ ნაბიჯად აფასებს, რომელიც განახლებულ ღვინის პროგრამასთან ერთად განხორციელდება.