ამერიკული კორპორაცია Delta Air Lines-ი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელ თანამშრომლებს ყოველთვიურად $200 ოდენობის გადასახადს დაუწესებს. 

ამ ქმედებით, Delta Air Lines-ი გახდება პირველი ამერიკული კომპანია, რომელიც თანამშრომლების დასაცავად ჯარიმას აწესებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ბასტიანმა, განაცხადა, რომ თანამშრომლების 75% უკვე აცრილია, თუმცა, კორონავირუსის “ძალიან აგრესიული” შტამით ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე ყველა თანამშრომლის ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.  

გადასახადის გადახდა შეეხება ავიაკომპანიის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც 1 ნოემბრამდე არ აიცრება. ამასთან, ის თანამშრომლები, რომლებიც 12 სექტემბრამდე სრულად ვაქცინირებულები არ იქნებიან, ყოველკვირეულ ტესტირებას ჩაიტარებენ და ატარებენ პირბადეებს. 

ბევრი ამერიკული კომპანიისგან განსხვავებით, Delta-ს თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, არავაქცინირებული თანამშრომლების გადასახადი მიემართება მათი გადაწყვეტილებით დამდგარი ფინანსური რისკის აღმოფხვრას. 

მისი თქმით, კოვიდინფიცირებულების საავადმყოფოში მკურნალობა კომპანიას საშუალოდ $40 000 უჯდება.

წყარო: businessformula.ge