ამერიკული ავიაკომპანია Delta Airlines-ი და პილოტთა პროფკავშირები ხარჯების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამ გადაწყვეტილების წყალობით კი 2022 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული პერსონალის შენარჩუნება გახდა შესაძლებელი. შეთანხმების შედეგად, რომელიც ავიაკომპანიის 13 ათას თანამშრომელზე გავრცელდება, სამუშაო დღე 5%-ით შემცირდება. ცნობილია, რომ სექტემბერში მიღწეულ იქნა შეთანხმება 220 თანამშრომლის შემცირების შესახებ.
შედეგად, შემცირებების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1,721.
საავიაციო ინდუსტრია COVID-19-ის პანდემიის გამო რთულ პერიოდებს გადის.
საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერის შესახებ აშშ-ს კონგრესის მიერ გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ქვეყნის ორმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ – American Airlines-მა და United Airlines-მა – 1-ლი ოქტომბრიდან სამუშაო ძალის შემცირება დაიწყეს.
საერთო ჯამში, ორი ავიაკომპანია 32 ათასი ადამიანის შემცირებას გეგმავს.