აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის Delta Air Lines-ის წმინდა მოგება, მიუხედავად რეკორდული შემოსავლისა, 2024 წლის მეორე კვარტალში 29%-ით შემცირდა.
ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ წმინდა მოგებამ აპრილ-ივნისის პერიოდში $1,31 მილიარდი შეადგინა, ანუ $2,01 ერთ აქციაზე.
დაზუსტებული მოგება თითო აქციაზე იყო $2,36. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსებმა აღნიშნული მაჩვენებლის პროგნოზი საშუალოდ $2.37 დონეზე გააკეთეს.
Delta Air-ის შემოსავალი გასულ კვარტალში გაიზარდა 5.4%-ით და 15.41 მილიარდ დოლარის შეადგინა.
სამგზავრო გადაზიდვების სეგმენტში შემოსავალი გაიზარდა 5%-ით, ტვირთის სეგმენტში – 17%-ით, სხვა სეგმენტებში კი 19%-ით.
ფრენის დატვირთულობა კი 88%-დან 87%-მდე დაეცა, ანალიტიკოსების პროგნოზი კი 87.9%-ი იყო.
მესამე კვარტალში კომპანია შემოსავლების ზრდას 2-4%-ის დიაპაზონში ელოდება.