საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი საჰარო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები იწყება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, მარიამ ქვრივიშვილი იმ დელეგაციის წევრია რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა დეტალურ კვლევაში, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ეხება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძესთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიების Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარადგენს.
შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების შესახებ ისაუბრებს.