ამერიკული ავიაკომპანია  Delta Air Lines-ის Boeing 757-მა აზორის კუნძულებზე ხისტი დაფრენა განახორციელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაზიანდა თვითმფრინავის კორპუსი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობილია, რომ თვითმფრინავი ნიუ-იორკის ჯონ კენედის აეროპორტიდან ასრულებდა რეისს და პორტუგალიის ქალაქ პონგა-დელგაში დაჯდა.

ინციდენტის შემდეგ, ავიაკომპანიამ უკანა რეისი გააუქმა.