ინდოეთში, დელის აეროპორტში თვითმფრინავის ძრავას აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. მედიის ცნობით, ეს იყო ავიაკომპანია IndiGo-ს რეისი 6E-2131 ბანგალორიშის მიმართულებით.
ეკიპაჟმა ხანძარზე დროულად მოახდინა რეაგირება. პილოტებმა გამოიყენეს შეწყვეტილი აფრენის პროცედურა და სასწრაფოდ გააჩერეს თვითმფრინავი.
180 მგზავრიდან არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.