თვითმფრინავით მგზავრობისას თქვენი ბარგი შეიძლება დაზიანდეს ან სულაც დაიკარგოს. “მე მოგზაურის” (memogzauri.com) ინფორმაციით, ასეთ უსიამოვნო შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ 1,525 – 3,500 დოლარის კომპენსაცია.

არც თუ იშვიათად მსმენია, რომ თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ, აეროპორტიდან გამოსვლისას ბარგი ისეთ მდგომარეობაში აღარ იყო, როგორც გაფრენამდე. ან ჩემოდანია დაზიანებული, (დამტვრეული), ან საკეტი აღარ მუშაობს, ან ჩემოდანში არსებული ნივთების ნაწილი დაიკარგა.

არის შემთხვევები, განსაკუთრებით ტრანზიტულ (გადაჯდომა) რეისებზე, როდესაც ბარგი მთლიანად იკარგება. ასეთი შემთხვევებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის კომპენსაცია.

ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-სთან დაკავშირებულ ავიარეისებზე ბარგის დაზიანების ან დაკარგვის კომპენსაცია 1,525 – 3,500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დაკარგული ბარგის კომპენსაცია

როგორ უნდა მოიქცეთ თუ აეროპორტიდან გამოსვლისას აღმოაჩენთ, რომ თქვენი ბარგი არ გამოვიდა – დაიკარგა.

  • მიდით აეროპორტის Lost and Found-ში
  • შეავსეთ PIR – Property Irregular Report
  • 21 დღის განმავლობაში ავიაკომპანიამ თუ ბარგი არ დაგიბრუნათ ის დაკარგულად ითვლება. ასეთ დროს ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს აუნაზღაუროს ბარგის დაკარგვით გამოწვეული მატერიალური ზიანი.

კომპენსაციის მიღება შეგიძლიათ ბოლო 3 წლის მანძილზე დაკარგული ბარგისთვის. ამისთვის თქვენ უნდა შეავსოთ სპეციალური ფორმა კომპანია AirHelp-ის ვებსაირზე.

კომპენსაციის მოთხოვნა 

დაზიანებული ან დაგვიანებული ბარგის კომპენსაცია

დაკარგვა თუ ერთეული შემთხვევებია, ჩემოდნის დაზიანება და ნივთების დაკარგვა საკმაოდ ხშირია.

  1. ბარგის დაგვიანებისას, როგორც წესი კომპენსაცია შეადგენს 50 აშშ დოლარს, რაც დაფარავს იმ უსიამოვნებას, რომელიც მგზავრმა პირადი ნივთების დროებით (მაქსიმუმ 21 დღით) არქონის გამო მიიღო.
  2. ჩემოდნის დაზიანების შემთხვევაში კომპენსაციის მოცულობა უტოლდება იმ ხარჯებს რაც მისი აღდგენისთვის იყო საჭირო. (წარდგენილი უნდა იქნეს ხელოსნის ქვითარი).
  3. თუ ჩემოდანი აღდგენას არ ექვემდებარება, კომპენსაცია უტოლდება ჩემოდნის ღირებულებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ავიაკომპანიები თავად ჩუქნიან ჩემოდანს.
  4. არის შემთხვევები, როდესაც ზიანდება ჩემოდნის შიგთავსი ბარგი. ასეთ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იყოს დაზიანებული ნივთების ქვითრები. ავიაკომპანიამ შეიძლება შეამციროს ანაზღაურება ნივთების ცვეთადობის გათვალისწინებით.
  5. თუ კი ქვითრების წარდგენა ვერ ხერხდება კომპენსაცია გაიცემა წონის მიხედვით. 1 კილოგრამი 20 აშშ დოლარი.

ამ და სხვა რთული პროცედურების გავლასა და ავიაკომპანისთან მოლაპარაკებებში კომპანია კომპანია AirHelp  დაგეხმარებათ.

კომპენსაციის მოთხოვნა 

ასევე თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ და მიიღოთ 600 ევრომდე დაგვიანებული ან გაუქმებუი ავიარეისებისთვის – AirHelp

რეკომენდაციები:

  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: AirHelp
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • მუზეუმებისა და სანახაობების იაფი ბილეთების საიტი: Tiqets
წყარო: memogzauri.com