დაუდასტურებელი ინფორმაციით, სუდანში ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი დაიწვა, რომელიც სველი ლიზინგით Badr Airlines-ს ჰყავდა აყვანილი და ხართუმის აეროპორტში იყო ბაზირებული.
იმის შესახებ, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა ვიდეო მასალას twitter.com-ზე JACDEC ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტისას ბორტზე არავინ არ იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია ამ დროისათვის სუდანში Myway Airlines-ის 13 თანამშრომელია ჩარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ სუდანში არეულობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, 15 აპრილს დაიწყო, რა დროსაც სწრაფი რეაგირების ძალებმა ხარტუმის აეროპორტი აიღეს. იმავე დღესვე განადგურდა SkyUp Airlines-სა და Saudia-ს ბორტები.
Badr Airlines B737-800 (4L_MWA, built 2007) was destroyed by fire during recent military fighting at and around #KhartoumAirport, Sudan. @Eren50855570 pic.twitter.com/PyJ0fR8hTM
— JACDEC (@JacdecNew) April 20, 2023