2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით საქართველო ავიაბაზრის მსხვილი მოთამაშეებიდან ყველაზე დატვირთული ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ია. როგორც AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან (GCAA) გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, პოლონური ავიაკომპანია LOT-ის დატვირთულობის კოეფიციენტმა 69%-ი შეადგინა. კომპანიამ, საანგარიშო პერიოდში ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე 71 ფრენა შეასრულა და მთლიანობაში 17186 მგზავრს მოემსახურა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, დატვირთულობის 66%-იან ნიშნულს 2 უკრაინული ავიაკომპანია იყოფს: SkyUp Airlines-ი და Ukraine International Airlines-ი (flyUIA). იანვარ-მაისში SkyUp Airlines-მა 170 ფრენა განახორციელა და 38122 მგზავრს მოემსახურა, ხოლო flyUIA-მ 75 ფრენა შეასრულა და 15189 მგზავრი გადაიყვანა.
მესამე პოზიციაზე ისრაელური ავიაკომპანია Israir Airlines-ია 64%-იანი დატვირთულობით. ავიაკომპანიამ 2021 წლის 5 თვეში საქართველოს ავიაბაზარზე 88 ფრენა განახორციელა და 22990 მგზავრს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით საქართველოს ბაზრის მსხვილი მოთამაშეებიდან ყველაზე დატვირთული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი იყო. თურქულმა ავიაკომპანიამ 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ავიაბაზარზე განხორციელებული 110 ფრენით 86%-იანი დატვურთულობა აჩვენა. 2021 წლის 5 თვის მონაცემების მსგავსად, 2020 წლის 5 თვეშიც მეორე პოზიციაზე იყო უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი. ავიაგადამზიდავმა საანგარიშო პერიოდში 120 ფრენა შეასრულა, რომელთა დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტმა 80%-ი შეადგინა.
2020 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით მესამე ადგილი გადაინაწილეს და შესაბამისად 77-77%-იანი დატვირთულობა აჩვენეს უკრაინულმა ავიაკომპანია flyUIA-მ და უნგრულმა Wizz Air-მა. თუმცა საანგარიშო პერიოდში flyUIA-მ 77 ფრენა შეასრულა, ხოლო Wizz Air-მა 583 ფრენა.
2019 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებით კი ყველაზე დატვირთული ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი იყო. რუსული “ლოუქოსტერის” დატვირთულობს კოეფიცინეტმა 92%-ი აჩვენა. ამავე პერიოდში დატვირთულობის რეიტინგში მეორე პოზიციაზე იყო Wizz Air-ი 87%-ით, ხოლო მესამეზე flyUIA 85%-ით.
მაშ ასე, 2021 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებით, დატვირთულობის კოეფიციენტების საქართველოს ავიაბაზრის მსხვილი მოთამაშეების ტოპ-10 ასე გამოიყურება: