დასახელებულია TOP-10 ცუდი ავიაკომპანია საჩივრების, მომსახურებისა და საკვების ხარისხის მიხედვით. მსოფლიო ავიაკომპანიების რეიტინგი, რომელთაც მგზავრები უარყოფით შეფასებას აძლევენ ბარგის შენახვის სერვისმა Bounce-მა შეადგინა. TOP-10-ში მოხვედრილი ავიაკომპანიებიდან საქართველოში მხოლოდ ორი უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA და ირლანდიური “ლოუქოსტერი” Ryanair-ი (ავიაკომპანიამ პანდემიის შემდეგ საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა) ოპერირებენ.
თავად ექსპერტების თქმით, ყველაზე ცუდი კომპანიის არჩევის კრიტერიუმად ტურისტების პრეტენზიები იქნა გათვალისწინებული. გარდა ამისა, გაანალიზდა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ჯდომის კომფორტი, ფრენის დროს გართობა, კვებისა და ბარგის რეგულაციები.
“ყველამ ვიცით, რამდენად უსიამოვნოა ვიწრო კაბინაში ყოფნა Wi-Fi-ის გარეშე ან საათობით ლოდინი გამგზავრების დარბაზში. სწორედ ამიტომ გავაანალიზეთ მგზავრების გამოცდილება, ასევე ავიაკომპანიების პუნქტუალურობა და ბარგის მაქსიმალური დასაშვები ნორმა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, რათა ვნახოთ, რომელი ავიაკომპანია ყველაზე ნაკლებად ერგება მგზავრების საჭიროებებს“, – აცხადებენ Bounce-ს ექსპერტები.
თითოეული კრიტერიუმის მიხედვით Bounce ავიაკომპანიას ქულებს ხუთბალიანი სისტემით აძლევდა. შესაბამისად ყველაზე დაბალი რეიტინგი კოლუმბიურმა Viva Air Columbia-მ მიიღო, რომელმაც ყველა ინდიკატორში მიიიღო “ერთი მინუსით”. პორტუგალიურ ავიაკომპანია TAP-ს, თავის მხრივ, ყველაზე მეტი პრეტენზია ჰქონდა ექვს თვეში – 1430.
ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები კი დაბალ შეფასებებს უმეტესად ბარგთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო იღებდნენ. ზოგიერთი ავიაკომპანია უფასოდ უშუალოდ ბარგის კი არა ხელბარგის გადატანის უფლებას არ იძლევა.
ავიაკომპანიების სრული ანტირეიტინგი მგზავრებისგან მინიჭებული შეფასებებით ასე გამოიყურება:
Viva Air Columbia – კოლუმბია, 3.4 ქულა;
Viva Aerobus – მექსიკური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელსაც ეკუთვნის კიდევ ერთი ანტირეიტინგის ლიდერი Ryanair-ის წილი, 3.6 ქულა;
Volaris Airlineas – მექსიკა, 4 ქულა;
Ryanair – 4.2 ქულა;
Interjet – მექსიკური ავიაკომპანია, 4.6 ქულა;
Vueling Airlines – ესპანური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც ბარსელონაშია ბაზირებული, 5 ქულა;
EasyJet – დიდი ბრიტანეთი, 5.3 ქულა;
TAP – პორტუგალია, 5.3 ქულა;
FlyUIA – 5.3 ქულა;
Swoop – კანადა, 5.8 ქულა.