ექსპერტები ასახელებენ ყველაზე დიდ შეცდომას, რასაც მოგზაურები ხარჯების შემცირების მიზნით ბიუჯეტურ ავიაკომპანიების არჩევისას უშვებენ.
“ლოუქოსტები” მგზავრებს დაბალი ფასის მქონდე ავიაბილეთებით იზიდავენ, თუმცა მათი ხარჯები მნიშვნელოვნად მაშინ იზრდება, როდესაც მგზავრი ბარგის დამატებას გადაწყვეტს.
ამიტომ, დამსვენებლები მსუბუქად ფრენას ამჯობინებენ, ანუ მხოლოდ ხელბარგით. მაგრამ ამ მიმართულებითაც ბევრ შეცდომას უშვებს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ფრენის ღირებულება.
“სხვადასხვა გადამზიდავს განსხვავებული შეზღუდვები აქვს. ნუ ჩათვლით, რომ თქვენი ბარგი მისაღები იქნება მეორე ავიაკომპანიისთვის, თუ ის პირველი ავიაკომპანიისთვის მისაღებია”, წერენ მოგზაურები, რომელიც საკმაოდ ხშირად გადააგილდებიან და სხვადასხვა ავიაკომპანიებით უწევთ ფრენა.
მართლაც, ბარგთან დაკავშირებით თითოეულ ავიაკომპანიის მკაცრად გაწერილი, საკუთარი პოლიტიკა აქვს და ის იშვიათად ემთხვევა სხვა ავიაკომპანიების წესებს. უფრო ხშირად “ლოუქოსტერებს” სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ ბარგთან მიმართებაში წონისა და ზომის მხრივ.
“სასურველია რბილ ჩანთას მიანიჭოთ უპირატესობა. მე მაქვს მყარი ჩანთა, რომელის ზომაც ერთი ავიაკომპანიის მოთხოვნებს მილიმეტრებში აკმაყოფილებს, თუმცა მეორე ავიაკომპანიის მოთხოვნებს უკვე ვეღარ”, აცხადებს მგზავრი და ამ ფონზე სხვებს რბილი ჩანთით გადაადგილებას ურჩევს, რადგანაც მისი მოთავსება სხვადასხვა ავიაკომპანიების ხელბარგის საზომ რკინის კარკასში თავისუფლად მოხერხდეს.
და ასევე მნიშვნელოვანია სამოსიც. გამოცდილი მგზავრების რჩევაა, რომ მოგზაურობისას ჩაიცვათ დიდი ჯიბეების მქონე სამოსი, რათა გარკვეული ნივთების მოთავსება ჯიბეებში შეძლოთ და ის ხელბარგის წონაზე აღარ აისახოს.