ირლანდიურმა ბუქმეიქერულმა კომპანია BoyleSports-მა ათასობით მგზავრის მიმოხილვა გაანალიზა, რათა გაერკვია, რომელი ავიაკომპანიები გვთავაზობენ საუკეთესო და ყველაზე ცუდ ბორტზე კვებას.
კვლევისთვის 20 პოპულარული გადამზიდავი შეირჩა, მათ შორის British Airways, Ryanair, Wizz Air, Air France, Emirates და ა.შ., წერს The Mirror.
შედეგებმა აჩვენა, რომ ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus ყველაზე ცუდად კვებავდა მგზავრებს.
ასევე აუტსაიდერებს შორის იყვნენ Etihad Airways, TUI Airways, Air Canada და Qantas.
უარყოფითი კომენტარების ყველაზე დაბალი პროცენტი Ryanair-ს აქვს. Delta Air Lines, Air France, easyJet და jet2 ოდნავ ჩამოუვარდება ამ გადამზიდველს.