2019 წელს უკრაინაში, კერძოდ კი დნეპროპეტროვსკის ოლქში ახალი აეროპორტის მშენებლობა იწყება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.

„ჩვენ, მთავრობის ინიციატივით, წელს დნეპროპეტროვსკის ოლქში აეროპორტის მშენებლობას ვიწყებთ.  ეს იქნება პირველი აეროპორტი, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშენდება.

ჩვენ გვინდა, რომ ეს აეროპორტი​ დნეპრისა და ზაპოროჟიეს შორის იყოს.

ამ ქალაქებს შორის დაშორება 80 კმ-ია“, განაცხადა ომელიანმა.

მინისტრმა განმარტა, რომ აეროპორტის მშენებლობა სავარაუდოდ 2 წელს გასტანს.