საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მესტიისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიების ორგანიზებით მესტიასა და ამბროლაურში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.
მესტიასა და ამბროლაურში, ადგილობრივებისთვის, ასევე სვანეთისა და რაჭის სტუმრებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების კონცერტები, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია. მოეწყო საბავშვო და ახალგაზრდული სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გასართობი შოუები.
მესტიასა და ამბროლაურში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთდროულად შესრულდა საქართველოს ჰიმნი.