Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში მეოთხე ბაზირებული ავიახომალდის, Airbus A321neo-ს დამატებას აანონსებს.
მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში.
ბაზირებული ავიახომალდის დამატება ქუთაისის აეროპორტში გაზრდის რეისების რაოდენობას 28-მდე და დამატებით სიხშირეებს გახდის ხელმისაწვდომს ათენის, ბარსელონის, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, მილანის, პარიზის, პრაღისა და რომის მიმართულებით.
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად Wizz Air-ის 4 ბაზირებული ხომალდი იქნება. რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40 მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე, საშუალებას იძლევა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა,‘’ განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ.
“მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს სტაბილურ განვითარებას საქართველოში, ერთი წლის განმავლობაში ორი ბაზირებული ავიახომალდის დამატებით, ვფიქრობთ ხაზს ვუსვამთ ჩვენს სურვილს, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქუთაისის ბაზა და შევთავაზოთ ქართველ მომხმარებლებს გაზრდილი რაოდენობა ქვეყნებისა, სადაც შეძლებენ მოგზაურობას. არსებულ რეისებზე სიხშირეების გაზრდა საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მეტი ტურისტი საქართველოში უკვე 17 ქვეყნიდან. “ აღნიშნა ეველინ ჯეკელმა, უფროსმა საავიაციო ოფიცერმა.
WIZZ AIR’S ახალი მიმართულება | |||
Route | Frequency | Fares from * | Starts |
Kutaisi – Copenhagen | Monday, Friday | 109 GEL | 1-Dec-23
|