დაკარგული ნივთების მაღაზია. არ მოგესმათ, ასეთი მაღაზია მართლაც არსებობს. თუ დიდი ხანია ოცნებობთ სხვა ადამიანების სამოგზაურო ჩანთებში ჩაძრომაზე და იქ თქვენთვის ღირებული ნივთის პოვნაზე, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იქნება!

ამერიკული საოჯახო კომპანია ავიაკომპანიებისგან დაკარგული და გამოუცხადებელი მგზავრის ბარგს ყიდულობს და შემდგომ მას უზარმაზარ მაღაზიაში ყიდის.

ყოველდღე აეროპორტები პოულობენ და აბრუნებენ უამრავ ჩანთას თუ დაკარგულ ნივთს. მაგრამ ზოგიერთ მათგანს მფლობელები აღარ აკითხავენ.

აშშ-ში, ყველა ეს ნივთი ნთავსდება უნიკალურ მაღაზიაში, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი გამოუცხადებელი ბარგის ნივთებისთვის.

Unclaimed Bargage Center, რომელიც მდებარეობს ქალაქ სკოტსბოროში, განთავსებულია 4600 კვ-ზე. 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საოჯახო კომპანია ყიდულობს დაკარგულ ბარგს ავიაკომპანიებიდან, რომლებსაც მოგზაურები აღარ აკითხავენ.

აშშ-ს აეროპორტები და ავიაკომპანიები დაკარგულ ნივთებს 120 დღის განმავლობაში ინახავენ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ნივთები გამოუყენებელი ბარგის ცენტრში იყიდება.

ამ უნიკალური მაღაზიის დამფუძნებელმა დოილ ოუენსმა ეს საინტერესო საქმიანობა 1970 წელს დაიწყო. მაშინ, ბიზნესის საწყისი კაპიტალი კი 300 დოლარს შეადგენდა. დღეს ეს მაღაზია უამრავ მომხმარებელს იზიდავს. ის ნამდვილი ტურისტული ატრაქციონია, რომელიც წელიწადში მილიონ ვიზიტორს იღებს.

მაღაზია ნამდვილი ალი ბაბას გამოქვაბულია: თაროებზე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, ციფრული კამერები, ელექტრონიკა, სამკაულები. აქ არასოდეს იცი რას იპოვი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ ჩემოდნების შიგთავსზე, რომელსაც მაღაზია ყიდულობს. მაღაზიის თაროებზე ყოველდღიურად 7000-ზე მეტი ახალი ნივთი იდება.

ყოველი ვიზიტის დროს მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს სრულიად განსხვავებული პროდუქტი. Unclaimed Bargage Center კოლექციას მთელი წლის განმავლობაში ავსებს. მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტს 20%-დან 80%-მდე ფასდაკლებით.

ცნობისათვის, მაღაზიაში აღმოჩნდა საკმაოდ უჩვეულო ნივთები, როგორიცაა NASA-ს კამერა, რომელიც შექმნილია თანამგზავრის აღჭურვისთვის, რაკეტების მართვის სისტემა აშშ-ს სამხედროებისთვის, 10,95 კარატიანი ზურმუხტი, მეცხრამეტე საუკუნის რაინდული ჯავშნის ასლი, კამერა ამერიკული კოსმოსური ხომალდისთვის.