იმისათვის, რომ მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახდეს, Mastercard-ი თავგადასავლების მოყვარულებს შეუფასებელ გამოცდილებას სთავაზობს – Mastercard World Elite ბარათის მფლობელები, მთელი ევროპის მასშტაბით, უამრავი სხვადასხვა ფასდაკლებითა და საინტერესო შეთავაზებით ისარგებლებენ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება აქტიური.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოგზაურობის დაგეგმვისას სასტუმროს შერჩევაა, Mastercard Platinum და World Elite ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 10%-მდე ფასდაკლებით Booking.com-ის ჯავშნებზე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ pay now გადახდებზე, ანუ, იმ შემთხვევაში, როცა თანხას სასტუმროს დაჯავშნისას მომენტალურად გადაიხდით.
Booking.com პოპულარული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს სასტუმროების, აპარტამენტების, ვილებისა თუ კურორტების ფართო არჩევანს სთავაზობს. Mastercard-ის ფასდაკლება ვრცელდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ჯავშნებზე, რაც ამარტივებს და მეტად ხელმისაწვდომს ხდის შემდეგი მოგზაურობის შესაფერისი საცხოვრებლის პოვნას.
გამოყენების ინსტრუქცია ასეთია:
1. მომხმარებელი სტუმრობს Booking.com-ის Mastercard გვერდს ლინკზე
2. შესვლისას, მომხმარებელი ხედავს შეთავაზების ბანერს Mastercard-ის ლოგოთი, სადაც მოცემულია წესები და პირობები.
3. ამ ეტაპის გავლის შემდეგ, მომხმარებელს მარტივად შეუძლია მოძებნოს და დაჯავშნოს სასურველი სასტუმრო.
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია დაჯავშნა და გადახდა მოხდეს ამ ბმულზე გადასვლით : შეარჩიე შენი საცხოვრებელი აქ.