შესაძლოა თბილისსა და ციურიხს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს. ამ მიზნით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე შვეიცარული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს პატრიკ ჰეიმანს შეხვდა. საუბრის თემა გახლდათ პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის.
შვეიცარული ავიაკომპანია დაინტერესებულია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნით და დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით. პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. რევაზ ლომინაძემ შვეიცარული ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ ვითარებასა და პოზიტიურ ტენდენციებზე.
როგორც შვეიცარიაში საქართველოა საელჩოში განმარტავენ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ინვესტორთა მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.