რუსული ავიახაზების მგზავრებს, რომლებიც რეისზე დააგვიანებენ, პირველი სექტემბრიდან შეეძლებათ, ისარგებლონ უკანა გზის ბილეთით.
იმისათვის, რომ ამ შეღავათით ისარგებლონ, მგზავრებმა ავიაკომპანიას მოგზაურობის გაგრძელების სურვილი რეისის გამგზავრებიდან 120 წუთის განმავლობაში უნდა აცნობონ.
ამ შემთხვევაში, დაგვიანებული რეისის საფასური არ ანაზღაურდება, თუმცა, მომდევნო ფრენებისთვის დამატებითი თანხის გადახდა საჭირო არ იქნება.












