საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი მსურველებს დისპეტჩერის პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს. კურსის დამთავრების შემდეგ კი მიღებული ლიცენზიით კი შეგიძლიათ დასაქმდეთ როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ მოქმედ ავიაკომპანიებში.
✈️✈️✈️ For English, scroll down ✈️✈️✈️ დისპეტჩერის მოვალეობაა ფრენის ტრაექტორიის დაგეგმვა საჰაერო ხომალდის მახასიათებლებისა და დატვირთულობის გათვალისწინებით. ასევე, შემხვედრი ქარის მიმართულების, წვიმის ალბათობისა და ტურბულენტური ზონების გათვალისწინებით. ყურადღებას აქცევს საჰაერო სივრცის შეზღუდვებსა და ამა თუ იმ აეროპორტში არსებულ პირობებს. ???
??? “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედ საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩამოყალიბდეთ პროფესიონალ დისპეტჩერად და ჩვენთან მიღებული ლიცენზიით დასაქმდეთ როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ მოქმედ ავიაკომპანიებში – ეს გახლავთ საავიაციო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროფესია, რომლის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, საავიაციო ბაზარზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად კადრად იქცევით!”, განმარტავენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში. ??
??? დისპეტჩერის ლიცენზიის მოპოვების მსურველი უნდა:
✅ იყოს მინიმუმ 20 წლის;
✅ იყოს კარგ ფიზიკურ ფორმაში;
✅ დამთავრებული ჰქონდეს მინიმუმ 10 კლასი და მეტი;
პროგრამის ხანგრძლივობა:
??? პროგრამის თეორიული ნაწილის შესწავლა 4-დან 8 თვემდე გრძელდება.
პროგრამის სტრუქტურა:
??? საფრენოსნო მომზადების კურსის დაწყებამდე სტუდენტები გაივლიან 296 საათის ხანგრძლივობის თეორიული მომზადების პროგრამას, რომელიც მოიცავს შემდეგ
საგნებს:
✅ სამოქალაქო საჰაერო სამართალი და რეგულაციები;
✅ საავიაციო მონაცემების დამუშავება;
✅ საჰაერო ხომალდის მასა (წონა) და მახასიათებლები;
✅ ნავიგაცია;
✅ საჰაერო მიმოსვლის მენეჯმენტი;
✅ მეტეოროლოგია;
✅ მასის (წონის) და ბალანსის კონტროლი;
✅ საშიში ტვირთები;
✅ ფრენის დაგეგმარება;
✅ ფრენის მონიტორინგი;
✅ კომუნიკაციები – რადიო;
✅ ადამიანური ფაქტორები;
✅ უსაფრთხოება (გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციები)
✈️✈️✈️ დაინტერესების შემთხვევაში, მიმართეთ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის დეკანს და საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრის ხელმძღვანელს, დიმიტრი ლომიძეს: მობ.: +995 555 33 66 45. ელ-ფოსტა: d.lomidze@ssu.edu.ge.