COVID-19 ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ინგლისში მგზავრობის წესებში ცვილილება შედის:
✅ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით,11 იანვრიდან, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID-19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული.
✔️ ახალი რეგულაციის უგულებელყოფისა და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა – £500.
✔️ მგზავრები, რომლებიც ინგლისში ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ბრიტანეთს არ აქვს ე.წ. სამზავრო დერეფანი, კვლავ ვალდებული რჩებიან ჩამოსვლის შემდეგ გადავიდნენ 10 დღიან თვითიზოლაციაში (ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს ე.წ. სამგზავრო დერეფანი იხ. https://www.gov.uk/…/coronavirus-covid-19-travel-corridors ). ამ მოთხოვნაზე COVID-19 ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოქმედებს.
✔️ მგზავრებმა ასევე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (https://www.gov.uk/provide-journey-contact-details-before… ) და დაემორჩილონ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის შეზღუდვებს.
✔️ ზემოხსენებული წესები მოქმედებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში.
მთავარი რეგულაციები COVID-19 ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ინგლისში მგზავრობის წესებში ცვილილება შედის