COVID-ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, ამერიკული ავიაგიგანტი United Airlines-ი 600-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. როგორც ცნობილია ავიაკომპანიის მენეჯმენტმა ვაქცინაციის გავლა ყველა თანამშრომლისთვის მოითხოვა. ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენის ბოლო ვადა 28 სექტემბერი იყო.
ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლების პროცესის ოფიციალურად დასრულებამდე ვაქცინაციას გაივლიან, სამსახურს შეინარჩუნებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის United Airlines-ის თანამშრომლების 99% ვაქცინირებულია, ხოლო რელიგიური ან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციის ვალდებულებისგან თანამშრომლების 3%-ია გათავისუფლებული.