საკონსულტაციო კომპანია ForwardKeys-მა 2024 წლის ტურისტული ინდუსტრიის ძირითადი ტენდენციები გამოავლინა, რომელიც ეფუძნება გეოპოლიტიკურ მოვლენებს, ტექნოლოგიურ პროგრესს და მდგრადი განვითარების საკითხებს.

ექსპერტების აზრით, 2023 წელი აღმოჩნდა „მთავარი ეტაპი“ ინდუსტრიისთვის, Covid-​პანდემიისგანაღდგენის დრო, თუმცა აღდგენის ტემპი არ იყო ერთნაირი რეგიონების მიხედვით. სრული აღდგენა მოსალოდნელია 2024 წლის ბოლოს. ეს ნიშნავს, რომ ის საკითხები, რომლებიც პანდემიამდე იყო ყურადღების ცენტრში, კვლავ გამოვა წინა პლანზე.

ანალიტიკოსები კლიმატის ცვლილებას მოგზაურთა მთავარ საზრუნავად მიიჩნევენ, ამიტომ მდგრადობა უახლოეს მომავალში მთავარ ტენდენციად იქცევა. მოსალოდნელია, რომ ეს გამოიწვევს ტურისტების ინტერესის გაზრდას გრილი კლიმატის მიმართულებების მიმართ.

ასევე გაგრძელდება ძვირადღირებული მოგზაურობის ზრდა. ForwardKeys ამას ხსნის პანდემიის დროს იზოლაციისთვის „შურისძიების ხარჯვის“ ფენომენით. ფასების ზრდის მიუხედავად, მომხმარებლები მზად არიან მაღალი კლასის მოგზაურობისთვის გადაიხადონ მეტი.

დომინიკის რესპუბლიკა პირველ ადგილზე იყო იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ლიდერობენ საერთაშორისო ტურისტების მოცულობის აღდგენაში (+14% 2019 წელთან შედარებით). მას მოსდევს, ანგარიშის მიხედვით, კოლუმბია (+5%) და მექსიკა (+5%).