15 სექტემბრიდან სლოვენიაში კოვიდ პანდემიის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით კვლავ იქნა შემოღებული ახალი შეზღუდვები.

– კერძოდ, ახალი შემზღუდავი ზომების მიხედვით:

​შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილება და შეკრებები:

​პირბადეები სავალდებულო გახდა:

– ნებისმიერ დახურულ სივრცეში;

– საზოგადოებრივ ტრანსპორტში;

– ღია სივრცეში, თუ არ არის დაცული 1.5მ მანძილი;

– კერძო ავტომობილებში;

– მე-5 კლსის ზემოთ მოსწავლეებისათვის;

– სკოლის მასწავლებლებისა და პერსონალისათვის;

– ნიღბები არ არის სავალდებულო სარესტორნე სექტორში მაგიდასთან მსხდომი სტუმრებისათვის;

​არც ერთ მომსახურების ობიექტზე (მ.შ. მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები, რესტორნები, თეატრები, სპორტული დარბაზები და ა.შ.) არ დაიშვებიან პირები, თუ არ წარადგენენ ე.წ. Recovered-Vaccinated-Tested (RVT) rule-ს (ვალიდურ ვაქცინაციის სეთიფიკატს, უარყოფითი ტესტის პასუხს ან კოვიდის გადატანის შესახებ ცნობას)!

​იგივე მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ თვით-დასაქმებულებმა და დროებით დასაქმებულებმა;

​დამსაქმებლებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ დასაქმებულების სწრაფი (ანტიგენ) ტესტი ყოველ კვირაში ერთხელ;

– RVT არ მოეთხოვებათ საკვებ მაღაზიებში გადაუდებელი პირველადი საჭიროების საკვების მოწოდებისთვის, საგანგებო ძალოვანი სტრუქტურების საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის, საერთაშორისო ტრანსპორტს სექტორს, რომლებიც სლოვენიაში შემოსვლიდან 12 საათში დატოვებენ ქვეყანას.

​შეიზღუდა საზოგადოებრივი შეკრებები 50 კაცამდე;

​გამონაკლის შემთხვევებში, მკაცრი რეგულაციების დაცვით, შესაძლებელია დაშვებულ იქნას 100 კაცამდე შეკრებებიც.

​აღნიშნული შეზღუდვების დმრღვევთათვის დაწესდა საკმაოდ მაღალი ფულადი ჯარიმები.