აშშ მზადაა COVID-19-ის გამო დაზარალებულ საკრუიზო და ავიაკომპანიებს ფინანსურად დაეხმაროს. აღნიშნულის შესახებ განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა, სადაზღვეო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. რამდენიმე დღის უკან კი თავად დონალდ ტრამპი იყო წინააღმდეგი, რომ აშშ-ს ბიუჯეტიდან ავიაკომპანიების დასახმარებლად თანხები გაცემულიყო. 

“ჩვენ ამ მხრივ დავეხმარებით”, აღნიშნა ტრამპმა COVID-19-ის გამო დაზარალებულ ტურისტულ სექტორზე საუბრისას. 

ხოლო რაც შეეხება ავიაკომპანიებზე, მან განაცხადა, რომ “ჩვენ მათ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ”.