თუ მგზავრობთ მაღალი რისკის ქვეყნიდან (ჩინეთი, ირანი, იტალია, კორეის რესპუბლიკა) უნდა დაიცვათ ქცევისა და ჰიგიენის შემდეგი წესები:

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, გთხოვთ გაითვალისწინოთ!

✈️ თვითმფრინავში ყოფნისას:

? ავსებთ სპეციალურ კითხვარს თქვენი მოგზაურობის ისტორიის შესახებ

? ბორტზე აუცილებელია ნიღბის ტარება, რომელიც უნდა შეიცვალოს ყოველ ორ საათში ახალი ნიღბით, ხოლო ძველი მოათავსეთ ნარჩენების პარკში

✔️ მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები:

• კვების წინ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი.

• ტუალეტით სარგებლობის შემდეგ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი.

• მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა.

• მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას

? საზღვარზე:

საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:

? მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ ჩინეთში,კორეის რესპუბლიკაში,იტალიაში, ირანში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა.

? სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

? საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, იტალია, ირანი) გავლით:

• ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა;

ან

• უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

? დაიცავით თქვენი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა!

#StopCov